„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ევროპელი პარტნიორების ცალკეული გზავნილები ქართული საზოგადოებისთვის დამაბნეველია. მდინარაძის განცხადებით, რა დროშიც არ უნდა იყოს გაწევრიანების პროცესი გაწერილი, საქართველომ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ოცნების შეფასებითვე, დადებითი საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, ოპოზიცია ისევ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ამუშავდა.