გაბონში სამხედრო გადატრიალებაა. 12-მა ოფიცერმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ძალაუფლების გადაბარების შესახებ მიმართვა სახელმწიფო ტელევიზიით გაავრცელა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დათხოვნისა და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ განაცხადეს. მათ გასული კვირის ბოლოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს. სამხედრო გადატრიალება, ქვეყნის საარჩევნო ცენტრის მიერ მოქმედი პრეზიდენტის ალი ბონგოს არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებას მოჰყვა. ბიბისის ინფორმაციით, პრეზიდენტ ბონგოს თანამდებობიდან გადაყენება მისი ოჯახის 53-წლიანი მმართველობის დასრულება იქნება.