ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თათია ნიკოლაიშვილმა სხდომაზე პარკით თხილი მიიტანა და თხილზე დაბალი ფასი გააპროტესტა. მისი თქმით, ოზურგეთში ახლა მთავარი პრობლემა თხილის ფასია, ხელისუფლება კი ადამიანების პრობლემებით არ ინტერესდება. თავის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულა და მათ პროვოკატორები უწოდა.