უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა - დაიტბორა გზები, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლებები. დედაქალაქი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო- წყალმა შეაღწია მეტროს ვაგონებში და ახალაშენებულ კორპუსებში. დედაქალაქში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გლდანში, სადაც ათობით მაღაზია დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა ქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. რა პასუხი აქვს დედაქალაქის მერს და რას აცხადებენ სტიქიის შედეგად დაზარალებულები.