უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ე.წ. „საარჩევნო უბანს“ დაარტყა, სადაც „არჩევნებისთვის“ მზადება მიმდინარეობდა.
მედიის ცნობით, დარტყმა ქალაქ კამენკა-დნეპროპეტროვსკაიაში მდებარე „საარჩევნო უბანზე“ განხორციელდა იმ დროს, როდესაც იქ „საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების“ შეკრება მიმდინარეობდა.
შეკრებაზე 30-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ დაცვას „კადიროველები“ უზრუნველყოფდნენ.