საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინა. უწყების ცნობით, აღნშნულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები და სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას რეცეპტის გარეშე ახდენდნენ. ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ.