გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, თბილისში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამასთან, აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.