მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკდაფენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.
მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.