UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში დაწინაურდა და, ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, მერვე პოზიციას იკავებს. აქამდე ის რეიტინგში მეცხრე იყო.
გასულ შაბათს ჭიკაძემ სინგაპურში ჩატარებულ UFC-ის ღონისძიებაზე ამერიკელი მებრძოლი ალექს კასერესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს იყო ქართველის პირველი ჩხუბი 2022 წლის იანვრის შემდეგ. გიგა ჭიკაძემ გამარჯვების შემდეგ კასერესთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ლიგაში ყველასთვის დაბრუნდა, მას სურს რაც შეიძლება მეტი ბრძოლა ჩაატაროს და ლიგის ორგანიზატორებს 16 დეკემბერს მისთვის ბრძოლის ჩანიშვნას სთხოვს.
კარიერის განმავლობაში ჭიკაძემ MMA-ში 18 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 15 მოიგო. რაც შეეხება უშუალოდ UFC-ის, მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 1 მარცხია.
გიგასთან ერთად ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიაც გამოდის. MMA-ში დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი სიაში მეხუთეა.