საქართველოს პრეზიდენტი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი ბერლინში შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.