საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია - ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე მმართველი პარტია სტატუსის მიღების იმედს გამოთქვამს და პოლიტიკურ ოპონენტებს ბრალდებებს უყენებს. ოცნების გუნდის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარი განცხადებებით საზოგადოების მოტყუებას და ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებას ცდილობს. ქართული ოცნება ისევ დარწმუნებით ამბობს რომ ხელისუფლება სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.