შოვში მომხდარი სტიქიიდან 28-ე დღეს დამეწყრილ ხეობაში და მის მიმდებარედ, ორ დაკარგულს ისევ ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრი სრულად არის შესწავლილი. დაკვირვება გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის რამდენიმე ათეულ კილომეტრზე. შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია.