თბილისის მერი კახა კალაძე ძლიერი ნალექის გამო სხვადასხვა რაიონში შექმნილ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო. კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222. კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია.