თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები. თამარაშვილის გამზირზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ყველაზე მეტი პრობლემა გლდანს შეექმნა.