სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა ფოთლები, ნაჭრები, ნარჩენები, პოლიეთილენის ქილები, რაც იწვევდა დაგუბებას, ხელით გავწმინდეთ, - ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა, დავით ფაჩულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანიაღვრე სისტემის სრულად გაწმენდას დრო სჭირდება.
„ქსელი გაწმენდილი იყო, უბრალოდ, სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა ფოთლები, ნაჭრები, ნარჩენები, პოლიეთილენის ქილები, რაც იწვევდა დაგუბებას. ხელით გავწმინდეთ, გაიტანა სანიაღვრემ, გაიწმინდა, დრო სჭირდება, რომ სრულად გაიტანოს. ნარჩენია ძალიან ბევრი, ნალექი, ქვიშაა ჩამოტანილი“, - განაცხადა ფაჩულიამ.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რათა დილით გადაადგილება თავისუფალი იყოს.