ჩელიაბინსკის ოლქის სოსნოვსკის რაიონში, მი-8 ტიპის შვეულმფრენი ჩამოვარდა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია ეკიპაჟის სამი წევრი. შვეულმფრენის ჩამოვარდნის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. რუსულ მედიაში ასევე აცხადებენ, რომ საფრენი აპარატი რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ საკუთრებაში იმყოფებოდა.