უკრაინამ კიდევ 84 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა. ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადასვენება უკრაინის სამართალდამცავი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდა. ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.