რომის პაპი ფრანცისკე რუსი ახალგაზრდების მისამართით გამოქმულ განცხადებაზე უკრაინული მხარის კრიტიკას პასუხობს. ვატიკანის განმარტებით, პაპმა ახალგაზრდებს, რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეების შენარჩუნებისა და განვითარებისკენ მოუწოდა. ამავე ცნობით, მას განცხადებაში იმპერიალისტური ლოგიკა და რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეები არ შეუქია. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც მან რუს ახალგაზრდებს, პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის“, უდიდესი განათლების, კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა და ამ მემკვიდრეობის დაცვისკენ მოუწოდა. განცხადება უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და უწყებებმა დაგმეს.