Agile Spirit 2023-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა. სწავლების საშტაბო ნაწილი მრავალ ეროვნული ბრიგადის ოპერაციებს მოიცავდა, რომელსაც მხარს უჭერდა დაქვემდებარებული ელემენტები. ადგილზე საწვრთნელი აუდიტორიისთვის რეალური გარემო იყო შექმნილი. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 21 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მონაწილეობდა.