შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა. გარდაცვლილია 50 წლის თემურ ხარჩილავა. ის, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება. უწყებაში განმარტავენ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა, თუმცა ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.