შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ზაზა მესხის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მესხის ოჯახის წევრი, რაფაელ გოგიტიძე ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, ორი ბავშვის ცხედარი ისევ იძებნება. გარდა ამისა, ამ დრომდე ორი დაკარგულის ძებნა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ორივე დაკარგული მცირეწლოვანია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იარსებებს. შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.