ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოგლი ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო. ირაკლი კობახიძემ უცხოელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, ჯონათან ჯანოგლი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებს დაეთმო.