კელი დეგნანი ქართულ საზოგადოებას გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს. აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღტაცებულია იმ ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა და გააკეთებს მომავალში თავისი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულისა და შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ და დემოკრატიულ მომავალს, რომელისაც ქართველები იმსახურებენ. თავის განცხადებაში დეგნანი ასევე ამბობს, რომ დევიზი „ძალა ერთობაშია" ზედგამოჭრილია საქართველოსა და ამერიკისთვის.