რუსეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩინეთისა და ინდოეთის მიერ აღიარების პერსპექტივაზე ალაპარაკდა. გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ამ მხრივ მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ამ გზავნილის ფონზე, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კატეგირულად მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები კი რუსეთიდან მსგავს განცხადებებს პროვოკაციას უწოდებენ და ჩინეთთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზს ვერ ხედავენ.