ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2023 სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი ჩატარდა. სწავლების საშტაბო ნაწილი მრავალეროვნული ბრიგადის ოპერაციებს მოიცავდა, რომელსაც მხარს დაქვემდებარებული ელემენტები უჭერდა, სადაც საწვრთნელი აუდიტორიისთვის რეალური გარემო იყო შექმნილი. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი ოპერაციები აწარმოეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.