კელი დეგნანი ქართულ საზოგადოებას გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს. გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას, რათა საქართველომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. დეგნანი აღნიშნავს, რომ „ძალა ერთობაშია" ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის.