საპენსიო აქტივების მართვის წესის ცვლილებას, რომლის თანახმადაც
საპენსიო სქემაში მონაწილეთა დანაზოგები სამ სხვადასხვა - მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში გადანაწილდება, ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ.
ცვლილების თანახმად: სქემაში გაწევრიანების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში გადანაწილდება, 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილის - საშუალორისკიან პორტფელში, ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის - ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში.
“ქართული ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ სქემა თავიდანვე საეჭვო იყო, თუმცა დაგეგმილმა ცვლილებამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
როგორ პასუხობენ ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში