საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების’’ ინიციატივით, პარლამენტში რეგისტრირდება ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ბოლომდე დროებით შეჩერდება რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. მათივე თქმით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოეთის მოქალაქის მიმართ ხუთი წლის ვადით გაიცემა, ხოლო მოკლევადიანი - ერთი წლის ვადით. ორივე სახის ბინადრობის ნებართვა კი საქართველოში მხოლოდ დროებითი ცხოვრების უფლებას გულისხმობს.
„ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიზე აცხადებს, რომ 2022-დან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 10 000-მდე ბინა შეიძინეს.