რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩინეთისა და ინდოეთის მიერ აღიარების პერსპექტივაზე ალაპარაკდა. გრიგორი კარასინის განცხადებით, ამ მხრივ რუსეთი მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. ამ გზავნილის ფონზე, ოპოზიციისთვის კატეგირულად მიუღებელია საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. პარალელურად ხელისუფლებისთვის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები პროვოკაციადაა აღქმული და ჩინეთთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზს ვერ ხედავენ.