ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წელს ასახელებს. მიშელი ასევე აცხადებს რომ გაფართოების პროცესი რთული და ზოგჯერ მტკივნეული იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები კვლავ ურთიერთბრალდების რეჟიმში რჩებიან თუმცა ორივე მხარე აცხადებს რომ საქართველოსთვის წვროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. რა შეფასებებს აკეთებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაზე ოპოზიციონერი დეპუტატები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები