ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის კანცელარიის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება. პუტინის ნაცვლად სამიტის მუშაობაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიიღებს. კანცელარიის ცნობითვე, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროს იოჰანესბურგში ჩატარებული BRICS-ის სამიტის შედეგები, ამ ორგანიზაციის გაფართოების მნიშვნელობა, ასევე რუსეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.