ესპანეთის ქალაქი ტოლედო, ჯოზეფ ბორელის თავმჯდომარეობით, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს. თავდაცვის საკითხებზე არაფორმალური მინისტერიალის მთავარი საკითხები უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ნიგერში არსებული ვითარება იქნება. ევროპული საბჭოს ინფორმაციით, მინისტერიალი დღეს და ხვალ გაიმართება და მას ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მარგარიტა რობლესი უმასპინძლებს.