პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი „კრიტიკული ინციდენტის“ შემთხვევაში ბელარუსთან საზღვრის დაკეტვაზე შეთანხმდნენ. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკის განცხადებით, ოთხივე ქვეყნის მთავრობა ბელარუსში „ვაგნერის“ყოფნის გამო შესაძლო, შეიარაღებულ ინციდენტსაც ელოდებიან. მანამდე კი ლიეტუვამ ბელარუსთან ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორი დროებით დახურა. ლიეტუვა საზღვრის დანარჩენი გამშვები პუნქტების დახურვასაც განიხილავს.