ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის მზად უნდა იყოს ახალი წევრების მისაღებად. მისივე თქმით, ახლა როგორც ევროკავშირისათვის, ისე მისი მომავალი წევრებისთვს ალიანსის გაფართოება მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დასავლური მედიის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხზე პირველ დისკუსიას ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთში გამართავენ. ამავე ინფორმაციით, უკრაინა ითხოვს, რომ ევროკავშირმა მისი ოფიციალური გაწევრიანება წლის ბოლომდე დაიწყოს. ევროკავშირის გაფართოების საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მაკრონის თქმით, თუ ევროკავშირს ახალი ქვეყნების ინტეგრირება სურს, გარკვეული რეფორმები უნდა გაატაროს.