საპენსიო პორტფელების არჩევასთან დაკავშირებით ვადის 2028 წლამდე გახანგრძლივებას პოლიტიკურ სივრცეში ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი საპენსიო ფონდის არსებობას თაღლითურ სქემას უწოდებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, მოსახლეობამ პროტესტის შემთხვევაში ფონდიდან საკუთარი თანხის ნაწილი მაინც დაიბრუნოს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ 2028 წლიდან სახელმწიფო ახალ ეტაპზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას სოციალური დახმარების ნაცვლად პენსია ექნება. ცნობისთვის, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება და ყველა ბენეფიციარი დაბალ რისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.