უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გამოიწვევს. ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში მან ომში გამარჯვების შემთხვევაში, ბელორუსში მოსალოდნელ დემოკრატიულ ცვლილებებზეც ისაუბრა. უკრიანის პრეზიდენტის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც გამოეხმაურნენ. ზელენსკის პოზიციას ოპოზიციონერი დეპუტატებიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს.