დმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატულობით გამოირჩევა. მანვე განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები სწორედ ამიტომ ვითარდება და რუსეთმა ჩვენს ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა სწორედ ამიტომ შემოიღო. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დარჩნენ ე.წ. „თავგასული, შეშლილი და უცნაური ადამიანები“, თუმცა პოლიტიკაზე მათი გავლენა არის მინიმალური. მედვედევის ამ განცხადებებს ქართეული ოპოზიციის ნაწილი უკვე გამოეხმაურა.