მიტროპოლიტი შიოს მოწამვლას და ამ საკითხზე საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას მეუფე ნიკოლოზი გამოეხმაურა. ის კვლავ ადასტურებს თანამოსაყდრის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენას, თუმცა მისთვის უცნობია, ვის ინტერესში უნდა ყოფილიყო მეუფე შიოს მოწამლვა. მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, ასევე უცნობია, გამოიკითხნენ თუ არა სასულიერო პირები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.