ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 მცირეწლოვანის ძიება გრძელდება.
საძიებო სამუშაოების შეწყვეტის ან ლოკაციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას კი თავად სამაშველო სამსახური მიიღებს.