მმართველი პარტიაში ,,ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობენ და ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტია მევენახეების საკითხს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით იყენებს. სახელისუფლებო გუნდში გიორგი ბოტკოველს კონკრეტულ ციფრებს ახსენებენ და განმარტავენ, რომ მევენახეებმა 2013-2020 წლებში გაცილებით მაღალი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს.