თბილისის საკრებულოს მიერ დაკანონებულ პროექტებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვან ლოკაციაზე ცათამბჯენების აშენება იგეგმება, დარგის სპეციალისტები ქალაქისათვის გამოტანილ განაჩენს უწოდებენ. ურბანისტები და ქალაქმგეგმარებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული პტროექტების განხორციელება საფრთხის შემცველია როგორც თბილისის იერსახის დამახინჯების, ისე სატრანსპორტო კოლაფსის გამწვავების თვალსაზრისით. ზურაბ ბაქრაძის განმარტებით, საზოგადოებას კეთილგონიერება და რისკების სწორად გაანალიზება მართებს, რათა დედაქალაქმა მოსალოდნელი კატასტროფა თავიდან აიცილოს.