ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში კვლავ ორ მოქალაქეს ეძებენ . მისივე თქმით, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 მოქალაქიდან ორ ადამიანს იდენტიფიცირების პროცედურები უტარდება. შერაზადიშვილის თქმით, ადამიანების ძებნა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირე მოსაზრება იმისა, რომ შესაძლებელია ისინი ინახოს. შესაბამისი უწყებების განცხადებით, სამძებრო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ისე „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.