ქაშუეთის ტაძარში შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გიორგი დუდაშვილს რაჭაში ოჯახის ოთხი წევრი - მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დაეღუპა. ისინი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. გიორგი დუდაშვილს ქაშუეთის ეკლესიაში მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მიუსამძიმრეს. 3 მცირეწლოვანი ბავში დედასთან ერთად შოვში ისვენებდა. მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.