ამერიკული კომპანია SpaceX-ის კუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა. ინფორმაციას აშშ-ს ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტო (NASA) ავრცელებს. მათი თქმით, გაშვება ფლორიდაში მდებარე კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა-მატარებელი Falcon 9-ს მეშვეობით განხორციელდა. საერთაშორისო ეკიპაჟის შემადგენლობაში აშშ-ს დანიის და იაპონიის ასტრონავტები და ასევე რუსი კოსმონავტი შედიან.