შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება . ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 31-მდეა გაზრდილი, ხოლო 2 ადამიანს მდინარეების კალაპოტში ამ დრომდე ეძებენ. შესაბამისი უწყებების განცხადებით, სამძებრო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ისე „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.