პრიგოჟინის სიკვდილი ადასტურებს, რომ პუტინის ნდობა არ ღირს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ პუტინის მხრიდან ეს განგსტერული ქცევაა, ხოლო კრემლში იქცევიან, ისე როგორც კრიმინალები.მისი თქმით, „ვაგნერის“ დაჯგუფების ლიდერის სიკვდილი ომის მსვლელობაზე არ იმოქმედებს, ვინაიდან „ვაგნერის დაჯგუფება ფაქტობრივად აღარ არსებობს“.