შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

2023-08-26 11:48:39+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი "რენაულტის“ და "შკოდას" მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა. ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი. ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.