რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უახლოეს მომავალში შეხვდება. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არსებობს შეთანხმება, რომლის საფუზველზეც, შეხვედრა უახლოეს მომავალში უნდა შედგეს. ოფიციალური ანკარა კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისას თურქული მხარე ეცდება, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებაში“ დააბრუნოს.