კრემლი ბრალდებებს უარყოფს. ქალაქ ტვერთან ახლოს პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე ვლადიმერ პუტინი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო და მან ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები ჰქონდა. პუტინი აღნიშნავს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზებზე გამოძიება უკვე დაიწყო. ვაგნერის მეთაურების სიკვდილთან კრემლის კავშირს პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვიც უარყოფს. მისი თქმით, პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით დასავლეთში უამრავი სპეკულაცია წარმოიშვა, რაც, როგორც პესკოვი აცხადებს, სიმართლეს არ შეესაბამება. საკითხს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოც გამოეხმაურია. მისი თქმით, პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიები არასდროს უთხოვია.