შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. გუშინ მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნაც ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი კი 31-მდე არის გაზრდილი. როგორც რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, სამძებრო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ისე „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე მიმდინარეობს.